„დილაში“ ნიგერიელს აკვირდებიან
„დილაში“ ნიგერიელს აკვირდებიან

გორის „დილაში“ ნიგერიელ ფეხბურთელს აკვირდებიან – გუნდის პოტენციური ახალწვეული კლეოფას ბელეუები ტიმია.

ის 19 ნიგერიელი ფეხბურთელია, რომელიც რამდენიმე დღეა, გორელებთან ერთად ვარჯიშობს და ბათუმის „დინამოსთან” ამხანაგურ შეხვედრაში მეორე ტაიმი ჩაატარა.

კლეოფას ბელეუები ტიმი გორის „დილაში” სინჯებზე იმყოფება და მისი საკითხი საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გადაწყდება.

ნიგერიელი ფეხბურთელი ბოლოს აზიურ გუნდში, ბჰუტანის „დრუკ სტარზში” გამოდიოდა, სადაც რვა მატჩში 12 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.