გორის „დილა“ 13 იანვარს შეიკრიბება და სეზონისთვის მზადებას ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით დაიწყებს.
გორელები ჯერ საქართველოში მოემზადებიან და ადგილობრივ გუნდებთან რამდენიმე სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი „დილა“ შეკრების ჩასატარებლად თურქეთში გაემგზავრება.
„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, გორის „დილაში“ 25 წლის ტოგოელი თავდამსხმელი დიდიე კოუგბენია ითამაშებს. აფრიკელი შემტევი გუნდში 2019 წლის იანვარში ჩაირიცხა – ის ის ქართულ კლუბში ისრაელის უმაღლესლიგელი ნეთანიის „მაკაბიდან„ გადავიდა.
სეზონის პირველ ნახევარში ტოგოელმა თავდამსხმელმა გორელთა მაისურით 11 შეხვედრაში ოთხი ბურთი გაიტანა. მას შემდეგ ისრაელის ორ კლუბში ითამაშა – ნეთანიას „მაკაბსა“ და ჰადერას „ჰაპოელში“, 2020 წლის თებერვლიდან კი უგუნდოდ იყო.
ცნობილი გახდა, რომ მიკოლა კოვტალიუკი „დილაში“ აღარ დაბრუნდება. გუნდისა და ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირსა და თავდამსხმელს რამდენიმე შეთავაზება აქვს და სავარაუდოდ, კარიერას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელებს.