დილას ტოგოელი ახალწვეული ჰყავს
დილას ტოგოელი ახალწვეული ჰყავს

გორის დილამ წინასასეზონო მზადების პერიოდში კიდევ ერთი ახალწვეული დაიმატა. გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, ამიერიდან კლუბის ღირსებას დიდიე კუგბენია დაიცავს.

21 წლის ფეხბურთელი დილას ებრაული ნეთანიას მაკაბიდან შეურთდა და ტრანსფერი 2 წლისა და 6 თვის ვადით გააფორმა.

23 წლის ტოგოელმა თავდამსხმელმა პროფესიული კარიერა 2015 წელს თელ-აივის ბეითარში დაიწყო (16 მატჩი, 8 გოლი), ითამაშა აშდოდში (2015–2016, 18 მატჩი, 0 გოლი), კირიათ-გათის მაკაბიში (2016–2016, 13 მატჩი, 3 გოლი), ნეთანიას მაკაბიში (2016, 76 მატჩი, 19 გოლი).

კუგბენია იყო ტოგოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი. ინტერნეტ-სააგენტო ტრანსფერმარკტი მის ტრანსფერს პირობითად 450 ათას ევროდ აფასებს. თამაშობს ცენტრალურ თავდამსხმელად და მარცხენა ფლანგის შემტევად. 2016-2017 წლების სეზონში იგი ლეუმით ლიგის (ისრაელის უმაღლესი ლიგა) ჩემპიონი გახდა.