„დილას" ნახევარმცველი კამერუნთან მატჩისთვის ემზადება - მანზის მალისთან არ უთამაშია #1TVSPORT
გორის „დილას“ ორი მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში გამოძახეს. გუნდის ცენტრალური მცველი – ტიერი მანზი რუანდის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის აფრიკის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრას მართავს.
პირველი მატჩი გუნდმა 1 სექტემბერს გასვლაზე მალის ნაკრებთან ითამაშა და 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი ტირასპოლის „შერიფის“ თავდამსხმელმა ადამა ტრაორემ მე-19 წუთზე გაიტანა. ტიერი მანზი რუანდას ეროვნულ ნაკრების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. რუანდას ნაკრები მეორე შეხვედრას 5 სექტემბერს სახლში კენიის ნაკრებთან გამართავს.
ფრანცისკო მადინგა მალავის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. „დილას“ შემტევი ნახევარმცველი მალავის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის აფრიკის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრას გამართავს. დღეს, 3 სექტემბერს კამერუნს ესტუმრება, ხოლო 7 სექტემბერს საკუთარ არენაზე მოზამბიკს მიიღებს.
გარდა ამისა, „დილას“ ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში და რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, რომელიც 7 სექტემბერს, ბუქარესტში გაიმართება.