„დილას“ მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ „ვორსკლასთან“ დამარცხების მიზეზები დაასახელა #1TVSPORT
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვორსკლასთან“ (1:2) ბოლო წამზე წაგებულ თამაშზე ისაუბრა და მიზეზად უკრაინული გუნდის უკეთესი ფიზიკური მომზადება დაასახელა.
ანდრეი დემჩენკომ ვიქტორ სკრიპნიკის გუნდის ძლიერ მხარეებს უფრო მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე მისი გუნდის სისუსტეებს.
„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ „ვორსკლას“ ფეხბურთელების საუკეთესო ფიზიკურ მომზადებას, რომლებმაც თამაშის მიწურულს ჩემი გუნდის შევიწროება და მიზნის მიღწევა შეძლეს.
„ვორსკლა“ ძალიან ძლიერი გუნდია, გავაფრთხილე ჩემი ბიჭები ამის შესახებ, მაგრამ… ეს წაგება ძალიან რთული გადასატანი იყო. „ვორსკლა“ თავს კომპეტენტურად იცავდა, ინიციატივა დაგვითმო და ფლანგები ჩაგვიკეტა.
ვიქტორ სკრიპნიკის გუნდი სეზონისთვის ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. 75 წუთი ითმენდნენ, თავიანთ შანსს ელოდნენ და კონტრშეტევების დროს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ. სკრიპნიკმა ასეთი ტაქტიკა აირჩია და საბოლოოდ უბრალოდ ფიზიკური კონდიციები არ გვეყო“ – განაცხადა დემჩენკომ.
კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გორის „დილასა“ და პოლტავის „ვორსკლას“ შორის საქართველოში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 3 აგვისტოს გაიმართება.