მიკოლა კოვტალიუკს გორის „დილას” დატოვება სურს, მაგრამ ჯერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე ინფორმაციას პირველ არხთან არ ადასტურებს.
პირველ არხს აცნობეს, რომ 23 წლის უკრაინელი თავდამსხმელი კარიერას პორტუგალიის ან უკრაინის უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბში გააგრძელებდა. პირველი არხი კოვტალიუკს უკრაინაში დაუკავშირდა და შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
„რაც ვიცი, პორტუგალიისა და უკრაინს გარდა, დაინტერესებულები სხვა ქვეყნის გუნდებიც არიან. მაგრამ ამ კითხვაზე უფრო მეტი ჩემმა მენეჯერმა იცის. რაც შეეხება „დილასთან“ კონტრაქტს, მისი გახანგრძლივება ჯერ არ შემოუთავაზებიათ. ჯერ ოფიციალურად კლუბიდან არც წავსულვარ – ხელშეკრულების გაწვეტაზე გორის კლუბში ნებართვაა საჭირო. თუმცა, მენეჯერს ვუთხარი, რომ ჩემთვის ახალი გუნდი მოეძებნა. სად ვითამაშებ ახალი წლიდან, ეს ჯერ თავადაც არ ვიცი“ – ამბობს პირველ არხთან მიკოლა კოვტალიუკი.
მიკოლა კოვტალიუკი სეზონი 21 გოლით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა. სეზონის დასრულების შემდეგ მან ფეისბუკის გვერდზე მიმართვა გაავრცელა.
„მადლობა „დილას“ და მის ხელმძღვანელობას და გულშემატკივარს ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონისთვის. მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ინდომებდნენ და მეხმარებოდნენ. ეს დაუვიწყარი ემოციებია. ყველა ძალიან მიყვარხართ და უღრმესი მადლობა“ – წერდა უკრაინელი.
ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ გულშემატკივრებმა ჩათვალეს, რომ კოვტალიუკი კარგი სეზონისთვის მადლობას იხდიდა. როგორც გაირკვა, ის გუნდს დატოვებაზე ფიქრობს.