„დილას“ მოულოდნელი მარცხი - „სამტრედია“ ლიგა 2-ისკენ მიექანება #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა – ფოთში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, სამტრედიაში კი კონკურენტების ბრძოლაში სტუმრებმა გაიმარჯვეს.
ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე ქობულეთის „შუქურამ“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი გორის „დილა“ მიიღო და მოულოდნელად 4:0 დაამარცხა. სტუმართა კარი აიღეს მიშიკო სარდალიშვილმა (9), ზურაბ მუსელიანმა (10), ირაკლი კომახიძემ (52) ლევან ინგოროყვამ (80). 59-ე წუთზე „დილას“ მცველი ალეფ სანტოსი გააძევეს, „შუქურამ“ კი 4:0 მოიგო.
ბოლო ადგილზე მყოფმა „სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ უშუალო კონკურენტი „თელავი“ მიიღო და ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. გიორგი მიქაძის გუნდმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანა – მე-16 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში ლაშა შერგელაშვილმა გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე მასპინძელთა კარი ანტონ თოლორდავამ აიღო და „თელავმა“ 0:2 მოიგო. ამ წაგებით „სამტრედიამ“ კი ლიგა 2-ში დაქვეითებისგან დიდი ნაბიჯი გადადგა.
28 ტურის შემდეგ ამ გუნდებიდან „დილა“ (44) მეოთხე პოზიციაზეა, „თელავი“ (29) მეშვიდეზე დაწინაურდა, მოგების მიუხედავად, „შუქურა“ (25) მეცხრე ადგილს ვერ გაცდა, ხოლო „სამტრედია“ (16) ბოლო საფეხურზეა.