„დილას“ მეტოქე საუკეთესო თავდამსხმელს შეელია #1TVSPORT
„დილას“ მეტოქე საუკეთესო თავდამსხმელს შეელია #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე გორის „დილასთან“ შეხვედრამდე „ჟილინა“ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, დავიდ კურმინოვსკის დაემშვიდობა, – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პოლონელმა ნახევარმცველმა ბოლოს სეზონი „ჟილინაში“ შესანიშნავად ჩაატარა და სლოვაკეთის ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში თავი 19 გოლით გამოიჩინა. ის კარიერას დანიის „ორჰუსში“ გააგრძელებს.

თუმცა, ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია „დილასთვის“, რომელმაც კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვაკეთში არაერთი რეალური საგოლე მომენტით ვერ ისარგებლა და სასურველი შედეგის ნაცვლად გასვლაზე 1:5 დამარცხდა, რაც გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ მიზერულ შანსებს უტოვებს.

უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გორის „დილა“ სლოვაკურ კლუბს განმეორებით შეხვედრაში 15 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.

დილა-ჟილინას წყვილის გამარჯვებული კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ ლიმასოლის „აპოლონს“ შეხვდება, სადაც გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია თამაშობენ.