გორის „დილა“ სეზონს 27 ივნისს „სამტრედიასთან“ საშინაო შეხვედრით განაახლებს. „დილას“ ფეხბურთელმა, დავით ხურცილავამ სეზონის განახლებაზე ილაპარაკა და მეტოქისა და მოედანზე დაბრუნების ემოციების შესახებ ისაუბრა.
„ორთვიანი პაუზის შემდეგ საბედნიეროდ ფეხბურთს ვუბრუნდებით, ჩვენ გადავლახეთ ყველასთვის რთული პერიოდი და ბედნიერი ვარ, რომ ხვალ „სამტრედიასთან“ მატჩით სეზონს განვაახლებთ. მატჩისთვის უდიდესი მონდომებით ვემზადებოდით. პირადად ძალიან ველოდებოდი ხვალინდელ შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი გულშემატკვირის გახარებას. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ხვალ ტრიბუნაზე მათ მხარდაჭერას ვერ ვიხილავთ, თუმცა ჩვენ მათ გვერდში დგომას ისედაც ვგრძნობთ, რაც ისედაც დიდ შემართებას კიდევ უფრო გვიძლიერებს“, – ამბობს დავით ხურცილავა.
მან „საბურთალოს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა: „მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, საქართველომ და ქართულმა საფეხბურთო ოჯახმა ძლიერი და პერსპექტიული სპორტსმენი დავკარგეთ“.
პანდემიამდე გამორთული ორი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 4 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება, სამტრედიელებს კი 3 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე არიან.
„დილა“ მატჩს სრულ მზადყოფნაში და ახალი წევრით ხვდება, შესვენების პერიოდში ჩვენს გუნდს საჩხერის „ჩიხურადან“ შემტევი ნახევარმცველი – ირაკლი ლექვთაძე შეუერთდა.