საქართველოს საფეხბურთო ლიგისთვის ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ლეგიონერი იშვიათი ამბავია. ერთ-ერთი გამონაკლისი გორის „დილას“ ცენტრალური მცველი რომარიკ ეტოუა, რომელიც კონგოს ნაკრებში გამოიძახეს, – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
გორის „დილას“ კაპიტნის ეროვნული გუნდი შემოდგომის სანაკრებო შესვენებაზე აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს და ორივეს სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ – 11 ოქტომბერს, სტუმრად ითამაშებს, ხოლო 15 ოქტომბერს მეტოქეს უკვე საკუთარ მოედანზე მიიღებს.
რამარიკ ეტოუ გორის „დილას“ ფეხბურთელი 2016 წელს გახდა და გუნდის ფორმა ერთი წლით მოირგო. შემდეგ გუნდი დატოვა და ისრაელში წავიდა, სადაც თელ-ავივის „ბეითარში“ და „სექცია ნეს ციონაში“ თამაშობდა. საქართველოში 2020 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ „დილაში“ გამართულ 73 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
რომარიკ ეტოუ იყო კონგოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, ხოლო ეროვნულ გუნდში 2017 წლიდან იწვევენ, რომლის ფორმაც ოთხჯერ მოირგო.