იძულებითი შესვენების შემდეგ, გორში ფეხბურთი 27 ივნისს, ეროვნული ლიგის მესამი ტურის მატჩით დაბრუნდება – „დილა“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.
გუნდმა სავარჯიშო პროცესი უკვე განაახლა, გუნდის მცველმა გურამ გიორბელიძემ ფეხბურთზე პანდემიის გავლენაზე ილაპარაკა:ფე
„პანდემიის გავლენები ფეხბურთზე უკვე იგრძნობა, უპირველესად – ფინანსური კუთხით, მსოფლიოს თითქმის ყველა კლუბი ზარალშია, აუცილებლად შეიცვლება უახლოესი სატრანსფერო ბაზარი და რაც მთავარია, ფეხბურთი გარკვეული დროით მაყურებლის გარეშე დარჩა, არადა ფეხბურთი მაყურებლის გარეშე ძალიან მძიმე სანახავია. მათ გარეშე თამაში რთული იქნება მაგრამ იმედია ვითარება სწრაფად გამოსწორდება და გულშემატკივრებს სტადიონზე შეუშვებენ.“
გურამ გიორბელიძე ბოლნისელია და მას რთული პერიოდის გადატანა მოუხდა:
„კარანტინის პერიოდის გატარება პანდემიის ეპიცენტრში (ბოლნისში) მომიხდა, სადაც მკაცრი რეჟიმი მოქმდებდა. საკარანტინო რეჟიმი მართლაც ძალიან მკაცრი იყო, შესაბამისად მეტი თავისუფალი დრო მქონდა, რამაც საშუალება მომცა ფიზიკურ დატვირთვაზე მეტი აქცენტი გამეკეთებინა და ვარჯიშების განახლებას კარგ ფორმაში შევხვედროდი. რაც შეეხება გუნდს – დიდი დროის უთამაშებლობის მიუხედავად, ფორმის შესანარჩუნებლად ყველა მაქსიმუმს ვაკეთებდით. თუმცა, ბევრი სამუშაო გვაქვს ოპტიმალური ფორმის მისაღწევად და ვცდილობთ აღნიშნული დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ“.