წყალტუბოს „სამგურალისა“ და გორის „დილას“ მატჩის 20-ე წუთზე გორელთა მცველი რომარიკ ეტოუ დაშავდა და ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კონგოელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
„ჩვენი კლუბის ფეხბურთელის, რომარიკ ეტოუს ტრავმა სერიოზულია, ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება და გვეცოდინება ზუსტი დრო, როდის დაუბრუნდება მოედანს. ეტოუს მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა“, – წერია გორის „დილას“ წერილში.
26 წლის კონგოელი მცველი გორის „დილაში“ 2016 წელს ჩაირიცხა. ის კონგოს ნაკრების წევრია, სადაც 2017 წლიდან იწვევენ.