„დილას“ კაპიტანს თურქეთში იწვევენ #1TVSPORT
„დილას“ კაპიტანს თურქეთში იწვევენ #1TVSPORT

გორის „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჯოხაძემ დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ, შესაძლოა, კარიერა თურქულ სუპერლიგაში გააგრძელოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დილას“ საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერით თურქეთის სუპერლიგაში წელს დაწინაურებული „იუმრანიესფორია“ დაინტერესებული.

21 წლის გაგნიძე გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და „დილაში“ 16 წლის ასაკიდან, 2018 წლიდან გამოდის – მისი ფორმით ჩატარებულ 74 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაგნიძის შესაძლო წასვლაზე პირველად კონფერენს-ლიგის მატჩის შემდეგ „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ისაუბრა:

„ნიკას გუნდში დატოვებას ვეცდებით. გასული სეზონის შემდეგ ისედაც სამი ლიდერი დავკარგეთ. ნიკა გაგნიძე გუნდის ლიდერია, ახალგაზრდა, აქტიური და ნიჭიერი ფეხბურთელი. მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და ვნახოთ, როგორი იქნება მისი მომავალი“.