„დილას“ ფეხბურთელმა მადინგამ სენეგალთან ძირითადში ითამაშა - მალავის პლეი ოფის შანსი აქვს #1TVSPORT
კამერუნში მიმდინარე აფრიკის თასზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მე-3 ტურის მატჩში, მალავის ეროვნული ნაკრები სენეგალს დაუპირსპირდა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო გორის „დილას“ ნახევარმცველი ფრანცისკო მადინგა, იგი 79-ე წუთზე შეცვალეს.
მალავის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფი 4 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა, აღსანიშნავია რომ გათამაშების დებულებით, ტურნირზე 6 ჯგუფია და პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.
დღევანდელი მაჩვენებლით მალავის ნაკრებს პლეი ოფის ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს და საგზურის ბედი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ჯგუფური ეტაპის დანარჩენი შეხვედრები დასრულდება.