„დილას“ ფეხბურთელი საავადმყოფოდან მალე გამოწერეს
„დილას“ ფეხბურთელი საავადმყოფოდან მალე გამოწერეს

გიორგი გადრანი ეროვნული საფეხბურთო ლიგის 28–ე ტურის ცენტრალურ მატჩში მოედნიდან გააძევეს, თამაშის მსვლელობისას კი თავის ქალის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გორის „დილას“ მცველს ქუთაისის „ტორპედოსთან“ „თენგიზ ბურჯანაძემ“ გამართული შეხვედრის 33-ე წუთზე კონფლიქტი მეტოქის სლოვაკ თავდამსხმელ მილოშ ლაჩნისთან მოუვიდა. გორელთა საჯარიმოში პოზიციური ბრძოლის დროს დაწყებული ფიზიკური ბრძოლა ჩხუბში გადაიზარდა და მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ ორივე მოედნიდან გააძევა.

ამ შეტაკებისას გადრანს თავი გაუტყდა და მოედანი გასისხლიანებული თავით დატოვა. მას ადგილზე დახმარება „დილას“ ექიმმა გაუწია, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. გიორგი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნაკერები დაადეს და გამოწერეს.

„დილას“ მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის თქმით, ფეხბურთელის მდგომარეობა საშიში არ არის და ვარჯიშს მალე განაახლებს.