გორის „დილას“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ალვინ ფორტესი კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა.
გორელთა 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ჰოლანდიაშია გაზრდილი და ამ ქვეყნის კლუბებში თამაშობდა, მაგრამ წარმოშობით კაბო-ვერდედანაა და ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა მიიღო, მცირე ხნის წინ კი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.
ალვინ ფორტესი ნაკრებში სათამაშოდ უკვე გაემგზავრა. ის, გუნდთან ერთად, ალჟირთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 2 ივნისს შედგება.
ალვინ ფორტესი ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ის იშვიათ ლეგიონერია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრია. კაპო-ვერდეს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 58-ე ადგილზეა და საქართველოს ნაკრებს 37 პოზიციით უსწრებს.