„დილას“ დარასელიას ნაცვლად შაშიაშვილი ჩაიბარებს
„დილას“ დარასელიას ნაცვლად შაშიაშვილი ჩაიბარებს

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-20 ტურში, საჩერეს „ჩიხურასთან“ საშინაო წაგების შემდეგ გიორგი დარასელია გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს – მის ადგილზე გიორგი შაშიაშვილი იმუშავებს.

49 წლის დარასელიამ „დილა“ 2017 წელს ჩაიბარა. გუნდმა სეზონი მისი ხელძღვანელობით კარგად დაიწყო, მაგრამ ლიდერთა სამეულში დამკვიდრება გაუჭირდა, ბოლო წაგების შემდეგ კი გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

შაშიაშვილი თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველია – მან კარიერა 2013 წლის დეკემბერში დაასრულა. თავიდან მუშაობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში, 2018 წელს ქობულეთის „შუქურას“ წვრთნიდა, ხოლო იანვრიდან გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.