„დილას“ აღმასრულებელი დირექტორი - ოთხეულის გარდა, კოუგბენია დავიმატეთ
გორის „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოსა და კლუბის ახალწვეულების შესახებ ილაპარაკა.
„11 იანვრიდან გუნდი ახალი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს თავკაცობით ემზადება. ის გუნდს 2 წლის განმავლობაში გაწვრთნის. დავიმატეთ ოთხი მოთამაშე, რომლებიც ეროვნულ ლიგაში დიდ ძალას წარმოადგენენ. ასევე სიახლე ისაა, რომ დიდიე კოუგბენია გვიბრუნდება. ის ტრავმის შემდეგ თებერვლიდან დაგვიბრუნდება და ვფიქრობ, „დილას“ გააძლიერებს“, – აცხადებს გიორგი ჯოხაძე.
მან მოსამზადებელ გეგემბზეც ილაპარაკა: „ზამთრის შეკრებას 5 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით თურქეთში გავივლით. მზადების მეორე ეტაპზე ოთხ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ, მეტოქეების ვინაობას მოგვიანებით დავაკონკრეტებთ“.
აქვე ვიტყვით, რომ ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით, „დილამ“ პირველი ტესტ-მატჩი თანაქალაქელ „გორთან“ გამართა და 5:0 გაიმარჯვა.