უკრაინელი მეკარე ევგენი კუჩერენკო კარიერას „დილაში“ გააგრძელებს. 23 წლის კიპერმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. ინფორმაციას გორის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ევგენი კუჩერენკო კიეველია, საფეხბურთო კარიერა კიევის „არსენალში“ დაიწყო, 2017 წელს კიევის „დინამოსა“ და დონეცკის „შახტარში“ იწვევდნენ, მან კი დონბასელთა სარეზერვო გუნდში თამაში ამჯობინა.
2019/20 წლების სეზონში კუჩერენკო იჯარით პორტუგალიის მესამე დივიზიონის „უნიან ლეირიაში“ მიიწვიეს. სადებიუტო თამაში 2019 წლის 13 ოქტომბერს „პრაენსისთან“ წაგებულ გასვლით მატჩში (1:3) ჩაატარა. მაგრამ ეს კუჩერენკოსთვის პორტუგალიის ჩემპიონატში ერთადერთი შეხვედრა იყო.
2020 წლის დასაწყისში კოვალივკას „კოლოსში“ ჩაირიცხა და 2020 წლის 15 ივლისს დონეცკის „შახტართან“ უკრაინის პრემიერლიგაში პირველად ითამაშა. 2021 წელს იჯარით ხმელნიცკის „პოდოლოეში“ გადავიდა, ხოლო 2022 წლის დასაწყისში – ყაზახურ კლუბ „აქსუში“. სულ ყაზახეთის პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა.
ევგენი კუჩერენკო იყო უკრაინის 21-წლამდე ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 2019 წლის 22 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში (3:1) მონაწილეობდა.