„დილამ” თურქულ შეკრებაზე რუსული „ყუბანი“ დაამარცხა [ვიდეო]
„დილამ” თურქულ შეკრებაზე რუსული „ყუბანი“ დაამარცხა [ვიდეო]

თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ დღეს პირველი ტესტ-მატჩი გამართა – საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი რუსულ კლუბს, კრასნოდარის „ყუბანს“ დაუპირისპირდა და დაამარცხა.

თურქულ შეკრებაზე გამართულ პირველ მატჩში, გორელებმა კრასნოდარის „ყუბანი“ 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ამოს ნონდი გახდა. საგოლე შეტევა ფეხბურთში დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული პაატა ღუდუშაურის ინდივიდუალურ ქმედებებს მოჰყვა, რომელმაც მეტოქის დაცვაში არეულობა შეიტანა, „დილას“ კენიელმა ნახევარმცველმა კი ამით მშვენივრად ისარგებლა.

გოლის გარდა, „დილა“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. გორელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მეტჯერ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, 1:0 გაიმარჯვეს.

დილა: გუგეშაშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, ჩიტეიშვილი, ვანდერსონი, გაგნიძე, ნონდი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ბუღრიძე, კაპანაძე.

„დილა“ მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს უზბეკურ „ქიზილქუმთან” ჩაატარებს. სულ გორელებმა თურქულ შეკრებაზე კიდევ 3 საკონტროლო მატჩი დაგეგმეს.