დღეს, 10 თებერვალს, „დილა“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც მეორე საწვრთნელი შეკრება აქვს დაგეგმილი. გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას ანთალიაში განაგრძობს.
გიორგი ნემსაძის გუნდი შეკრებაზე ოთხ სპარინგ-მატჩს გამართავს. გორელების პირველი მეტოქე რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბი, მოსკოვის „ტორპედო“ იქნება. ეს მატჩი 14 თებერვალს გაიმართება. შემდეგ შეხვედრას „დილა“ 16 თებერვალს უკრაინის „პერშა ლიგის“ წარმომადგენელ ოდესის „ჩერნომორეცთან“ ჩაატარებს. მესამე მატჩი ბელარუსის უმაღლესი ლიგის სოლიგორსკის „შახტიორთან“ 18 თებერვალს შედგება. მოსამზადებელი ეტაპის ბოლო თამაშში კი გორელები 20 თებერვალს, ყაზახეთის პრემიერლიგის „ტარაზთან“ დაუპირისპირდებიან.
გუნდი თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა ტიტვინიძე
მცველები: დავით მაისაშვილი, დავით ხურცილავა, გურამ გიორბელიძე, ალფე სანტოსი, , ბალგოუ იენდუეტი, რეზი ჩიტეიშვილი გიორგი ლაცაბიძე არჩილ კობრიძე.
ნახევარმცველები: ამოს ნონდი, ნიკა გაგნიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, თემო მარკოზაშვილი, ფრანცისკო მანდინგა. მამაიე კულიბალი
თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი, ნუგზარ სპანდერაშვილი, სემ დიალო