ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური გორში გამართული დაპირისპირებით დაიწყო – „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა, 3:2 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული შეხვედრა გათამაშების ლიდერმა აუტსაიდერთან კარგად ვერ დაიწყო. ანგარიში პირველივე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა, დანიელ ოვუსუმ გახსნა.
„დილამ“ თამაშის გამოსწორება მოახერხა და 45-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა პენალტით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 45+1 გორელების ნიდერლანელმა თავდამსხმელმა, ტაირელ ვაუტერმა მასპინძლები წინ გაიყვანა.
გორელებმა უპირატესობა 88-ე წუთზე გაზარდეს. ირაკლი ბუღრიძის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე მუსა-ბაბა სანგარე გავიდა და ზუსტად დაარტყა. საბოლოო ანგარიში კი „დილას“ მცველმა, ანტონიო ლოპესმა (90+1) ავტოგოლით დააფიქსირა – 3:2.
გორის „დილამ“ 51 ქულა დააგროვა და 25 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ (48) ისევ გდაასწრო, ხოლო „სამტრედია“ (16) კვლავ ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.