„დილამ“ „სამგურალი“ დაამარცხა და დაეწია - წყალტუბოელებმა წაუგებელი სერია შეწყვიტეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის პირველი სათამაშო დღე „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ კონკურენტების მატჩით დასრულდა – გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
„დილა“ პირველ ტაიმში დაწინაურდა. 37-ე წუთზე, ვაგნერ გონსალვესის მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჯარიმოში მცველებს თორნიკე კაპანაძემ დაასწრო და ახლოდან ზუსტი დარტყმით „სამგურალის“ კარი აიღო.
72-ე წუთზე თამაში დროებით შეწყდა – სტადიონის განათების სისტემა გაითიშა და მის წესრიგში მოყვანას 10 წუთი დასჭირდა. საბოლოოდ, თამაში განახლდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „დილამ“ 1:0 მოიგო.
„დილამ“18 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა და „სამგურალს“ დაეწია (33). მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე წყალტუბოელები დარჩნენ.
წყალტუბოელებმა გორში მარცხით შეწყვიტეს წაუგებელი სერია, რომელიც მე-8 ტურში გასვლაზე „დინამო თბილისთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩით დაიწყეს. მას შემდეგ გუნდმა 10-მატჩიდან 3 ფრე დაასრულა და 7 მოიგო.