„დილამ“ ქულები პირველად დაკარგა - მამარდაშვილმა „ლოკომოტივი“ გადაარჩინა #1TVSPORT
„დილამ“ ქულები პირველად დაკარგა - მამარდაშვილმა „ლოკომოტივი“ გადაარჩინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამე ტურის მორიგი შეხვედრა გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართა – „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა კარგი თამაში აჩვენეს. „დილას“ მეკარემ სამჯერ ძალიან სახიფათო შეტევა მოიგერია, განსაკუთრებით რეალური საგოლე მომენტი ირაკლი სიხარულიძემ შექმნა, მაგრამ ახლო მანძილიდან მის დარტყმულს მეკარე გადაეღობა. მომენტები გორელებსაც ჰქონდათ, მაგრამ „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმაც საიმედოდ ითამაშა, გარკვეულ ეპიზოდებში კი გორელთა შემტევებს სიზუსტე არ ჰყოფნიდა. მე-40 წუთზე ჩინებულად ითამაშა ირაკლი ბიძინაშვილმა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მამარდაშვილმა სტუმრები გოლისგან იხსნა.

ტემპი არც მეორე ნახევარში შემცირებულა. სახიფათო იყო 65-ე წუთზე „ლოკომოტივის“ შეტევა – კახა კახაბრიშვილმა საჯარიმოში ბურთი ჩაკიდა, სადაც გურმა კაშია შეტევებში ჩაერთო და თავური დარტყმით შორეულ კუთხეში სცადა გატანა, მაგრამ ამ მშვენიერი ჩანაფიქრის განხორციელებას სიზუსტე დააკლდათ.

78-ე წუთზე გატანა ისევ „ლოკომოტივს“ შეეძლო, როდესაც გორელთა მეკარე გუგეშაშვილმა პირველი შეცდომა დაუშვა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა, მაგრამ ირაკლი სიხარულიძის დარტყმას მცველი გადაეფარა და შეტევა დაბლოკა.

81-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანს გორელებს მიეცათ – ვანდერსონ სილვას წაქცევისთვის „ლოკომოტივის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ირაკლი ბიძინაშვილის დარტმული ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა. სამი ტურის შემდეგ „დილამ“ ქულები პირველად დაკარგა, მაგრამ 7 ქულით ბათუმის „დინამოს“ დაეწია და ეროვნულ ლიგაში მასთან ერთად ლიდერობს. „ლოკომოტივმა“ კი 4 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა.

„დილა“ – „ლოკომოტივი“ 0:0

გაფუჭებული პენალტი: ბიძინაშვილი (81)

10. 03. 2021. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“

დილა“: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი (88. ეტოუ), ვანდერსონ სილვა – ამოს ნონდი (86. მოსიაშვილი), გაგნიძე – ღუდუშაური, ბიძინაშვილი, ბუღრიძე (73. უსმანე კამარა) – ალეფ სანტოსი

მთავარი მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო

ლოკომოტივი“: მამარდაშვილი – კაშია, გურეშიძე, სანდოხაძე, უბილავა – შონია, დარცმელია (61. სამურკასოვი) – თ. კირკიტაძე (90+2. მუკბანიანი), ულად-ომარ იმრანი (77. გავაშელიშვილი), კახაბრიშვილი – სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მთავარი არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი