„დილამ“ მოსკოველთა დამარცხებაც შეძლო
„დილამ“ მოსკოველთა დამარცხებაც შეძლო

„ბატესთან“ მოგების შემდეგ გორის „დილამ“ მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა – გორელთა მეტოქე რუსეთის ჩემპიონატის პირველლიგელი „ჩერტანოვო“ იყო და ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებმა ეს მატჩიც წარმატებით ჩაატარეს.

გორელებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს. სწრაფი კონტრშეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, საჯარიმოში გაკეთებული გადაცემისას თორნიკე კაპანაძე მცველს გაეხსნა და ზუსტად დაარტყა. მეორედ რუსული გუნდის კარი 39-ე წუთზე აიღეს. მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია და საჯარიმოს ხაზიდან ირაკლი ბიძინაშვილმა ზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ, რუსი ფეხბურთელები აქტიურ პრესინგს იყენებდნენ და იური ზავეზენმა სხვაობა შეამცირა. 74-ე წუთზე „დილას“ მცველმა მეტოქესთან იუხეშა, რაზეც „ჩერტანოვოსშემტევმა ქართველ მოთამაშეს ხელი კრა და გუნდური კონფლიქტი დაიწყო, რომელიც მალე ჩაცხრა. საბოლოოდ, „დილამ“ სათამაშო დღის მეორე მატჩიც გამარჯვებით დაასრულა 2:1.

დილა – ჩერტანოვო 2:1

გოლები: 1:0 თორნიკე კაპანაძე (28), 2:0 ირაკლი ბიძინაშვილი (39), 2:1 იური ზავეზენი (64).

ბელეკი. თურქეთი. პაპილონის სპორტული ცენტრი.

დილა: გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, ნონდი, ვონდერსონ სილვა, ბიძინაშვილი, გუდუშაური, ბუღრიძე, გაგნიძე, კაპანაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მუჯრიშვილი, სპანდერაშვილი, ალიმბარაშვილი, ალეფ სანტოსი, ეტოუ, მადინგა, ბაბუნაშვილი, ჭიჭინაძე, ნემსაძე, მოსიაშვილი.