გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა მოიგო.
„დილამ“ ანგარიში სწრაფად გახსნა. თორნიკე კაპანაძემ ბურთი საჯარიმოს მარჯვენა ხაზთან მიიღო და მისგან გადაცემას რომ ელოდნენ, ზუსტად დაარტყა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.
გორელებმა უპირატესობა ტაიმის ბოლოს გახსნეს. 41-ე წუთზე, უსმანე კამარას შესრულებული კუთხურის შემდეგ ნიკა გაგნიძემ მცველებს დაასწრო, ახლოდან ზუსტად დაარტყა და სეზონის მე-6 გოლი გაიტანა.
„სამტრედიამ“ შესვენებამდე სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მაინც მოახერხა. მათე კვირკვია გორელთა თავდამსხმელმა პაატა ღუდუშაურმა საჯარიმოში წააქცია, რომელიც გიორგი არაბიძემ უნაკლოდ შეასრულა.
მეორე ტაიმში „სამტრედია“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. თორნიკე კაპანაძემ კი 85-ე წუთზე „დილას“ უპარატესობა ისევ ორამდე გაზარდა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 გორელთა სასარგებლოდ.
ამ გამარჯვებით, გორის „დილამ“ 47 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (49) ვერ დაეწია, მაგრამ „ლოკომოტივთან“ (44) უპირატესობა გაზარდა. „სამტრედია“ (16) ისევ ბოლო ადგილზეა და ლიგა 2-ში გავარდნის რეალური კანდიდატია, რადგან კონკურენტ „შუქურას“ (25) უკვე 9 ქულით ჩამორჩება.