ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრა წააგო – მიხეილ აშვეთიას გუნდმა ქუთაისში გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
პირველი გოლი მატჩის მე-13 წუთზე გორელთა თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილი გაიტანა – 0:1, მატჩის მიწურულს კი გორელთა მალაველმა ახალწვეულმა ფრანცისკო მადინგამ ორამდე გაზარდა ანგარიში და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ქუთაისელებს ანგარიშის გათანაბრების არაერთი მცდელობა ჰქონდთ, მაგრამ გუნდს შეუთამაშებლობა ეტყობოდა, გორელები კი უფრო მწავედ უტევდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია „კაპაა“, მაგრამ დრეს გუნდმა „ადიდასის“ ძველი ფორმით ითამაშა. ქუთაისელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ მცირე დროში მოაგვარა ეკიპირების საკითხი, თუმცა ევროპაში ბოლოდროინდელი ამბების გამო საქართველოში გუნდის სრული ეკიპირება დათქმულ დროზე გვიან ჩამოვიდა. საბაჟოზე შექმნილი პრობლემების გამო კლუბმა დღევანდელი მატჩისთვის სრული ეკიპირების განბაჟება ვერ მოასწრო.