„დილას“ ახალწვეულმა გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
„ეს გადაწყვეტილება „დილას“ ამბიციური გეგმებიდან გამომდინარე მივიღე. გუნდს აქვს კარგი ინფრასტრუქტურა და კლუბის ხელმძღვანელობასაც სურს, ჩემპიონატში ამბიციურ ძალად გადაიქცეს. მჯერა, რომ შემიძლია ამ ამბიციური გეგმების ნაწილი გავხდე და „დილასთან” ერთად წარმატებას მივაღწიო. გორში სტადიონი ძირითადად სავსეა, უყვართ ფეხბურთი და სტადიონზე სასიამოვნო ატმოსფეროა. ასეთ გარემოში თამაში ძალიან სასიამოვნოა, შევეცდები თითოეული გულშემატკვირის იმედის გაასამართლებლად ბოლომდე დავიხარჯო. ჩემი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ ადაპტირების პროცესი ისედაც არ უნდა გამიჭირდეს, რადგან არაერთ გუნდში მაქვს ნათამაშები და ახალ გუნდებში ადაპტირებას თითქმის უპრობლემოდ ვახერხებ“ – ამბობს დავით მაისაშვილი.
მაისაშვილმა ბოლო 2 სეზონი საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა (67 მატჩში, 2 გოლი). საფეხბურთო კარიერა 2013 წელს თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო საიდანაც ლანჩხუთის „გურიაში“ გადაბარგდა, შემდეგ იყო რუსთავის „მეტალურგი“ „ცხინვალი“ და მარტვილის „მერანი“.