გორის „დილა“-ს პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა გავრცელებული ხმები, რომ გუნდში ორი ახალი მოთამაშე დაიმატეს.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „დილა“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ბევრი ახლწვეულიც ჰყავთ.
ამჯერად გუნდს მცველი ჯემალ გოგიაშვილი და უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდნენ.
29 წლის გოგიაშვილი ბოლო პერიოდში „სამტრედიაში“ თამაშობდა, სადაც ბოლო სეზონში 25 თამაში ჩაატარა. გოგიაშვილი იმედოვნებდა, რომ კარიერას ლატვიაში გააგრძელებდა, მაგრამ გორში უკეთესი პირობები შესთავაზეს და გეგმები შეცვალა.
22 წლის კოვტალიუკმა წინა სეზონი ფოთის „კოლხეთში“ დაიწყო, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და 10 გოლიც გაიტანა, რითაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ყურადღება მიიქცია. ის თბილისის „დინამოში” გადავიდა. მაგრამ ახლა გუნდში 8 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და კონტრაქტი გაუწყვიტეს.