„დილამ“ იოლად მოიგო - გორელებმა „დინამო თბილისს“ გადაასწრეს #1TVSPORT
გორის „დილამ“ ტურის შეხვედრა „თელავთან“ ჩაატარა, მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა 6:1 და სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით დაწინაურდა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტაიმში ოთხი გოლის გატანა მოახერხა. ანგარიში მე-6 წუთზე ნიკა გაგნიძემ გახსნა და „დილა“ აღარ გაჩერდა – „თელავის“ კარი ასევე აიღეს ტიერი გეილიმ (11), მიკოლა კოვტალიუკმა (28) და ონორე გომისმა (31).
45+2-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა იმედა აშორტიას გოლით შეამცირეს და ტაიმი 4:1 დასრულდა. მეორე ნახევარში „თელავმა“ მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირა, მიკოლა კოვტალიუკმა (75) და ნიკა გაგნიძემ (76) კი დუბლი შეასრულეს და „დილას“ უპირატესობა გაზარდეს.
გორის „დილამ“ 18 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და „დინამო თბილისს“ (31) გადაასწრო, „თელავი“ (11) კი ბოლო, მეათე პოზიციაზეა.