„დილამ“ გასვლაზე „თელავი“ დაამარცხა და სამეულში დაწინაურდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგაში 26-ე ტური დაიწყო. „კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა.
თამაში დაძაბულად დაიწყო და მთავარ არბიტრს მე-17 წუთზე მეტოქეთა დაშოშმინება ყვითელი ბარათებით მოუხდა. სულ კი საწყის 21 წუთში ბარათი სამჯერ გამოიყენა.
ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ 45+3-ე წუთზე „დილას“ თავდამსხმელმა, უსმანე კამარამ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილმა დატოვა, რომელმაც შანსი გოლად აქცია – 0:1.
მეორე ტაიმში გორელებმა უპირატესობა გაზარდეს. 68-ე წუთზე ბურთი ისევ პირველი გოლის შემოქმედებმა გაიტანეს, მაგრამ, ამჯერად როლები გაცვალეს – საგოლე გადაცემა მოსიაშვილმა გააკეთა, გოლი კი „დილას“ გვინეელმა ლეგიონერმა კამარამ გაიტანა.
საბოლოოდ, გორის „დილამ“ 0:2 მოიგო, 26 ტურის შემდეგ 43 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (40) გადაასწრო და მინიმუმ, თბილისელთა მატჩამდე (ხვალ ქობულეთის „შუქურას“ „მიხეილ მესხზე“ ხვდება) მესამე ადგილზეა გადაინაცვლა. „თელავი“ 25 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა და ქუთაისის „ტორპედოს“ (25 ქულა) გადასწრების შანსი ვერ გამოიყენა.