ეროვნული ლიგაში მე-20 ტურის მორიგი შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა – „სამგურალმა“ გათამაშების ლიდერ გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
„26 მაისი არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, გოლი კი შესვენების შემდეგ გავიდა – 66-ე წუთზე, სანდრო ანდრონიკაშვილის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ტაირელ ვაუტერი დარჩა და ანგარიში გახსნა.
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 43 ქულა დააგროვა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ *38) სხვაობა გაზრადა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ (22) მე-7 პოზიციაზეა.
მე-20 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რომელიც ევროთასების გამო 18 სექტემბრისთვის გადაიდო – ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლებს.