„დილამ“ გასვლაზე „გაგრა“ დაამარცხა - ბუღრიძემ და ვოუტერმა დუბლი შეასრულეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 38-ე ტური თბილისში გამართული მატჩით დასრულდა – „გაგრამ“ ერთ-ერთ ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:5 დამარცხდა.
ქუთაისის „ტორპედოს“ დამარცხების შემდეგ გორის „დილას“ ლიდერთან ჩამორჩენის ორ ქულამდე შემცირების და „იბერიას“ დაწევის რეალური შანსი ჰქონდა – ფრანსისკუ კაშტრუს გუნდმა ამ შესაძლებლობით კარგად ისარგებლა.
ანგარიში ტაირელ ვოუტერმა გახსნა. „დილას“ 22 წლის ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა 34-ე წუთზე მცველს ბურთი აართვა, კარისკენ კიდევ ერთი მეტოქე ჩამოიშორა და ზუსტი დარტყმით გორელები დააწინაურა.
შესვენების შემდეგ გორელებმა ანგარიში კიდევ გაზარდეს. 66-ე წუთზე ფლანგური გადაცემით შოთა შეყილაძემ ისარგებლა. სტუმართა უპირატესობა უფრო სოლიდური დუბლით (80, 84) ირაკლი ბუღრიძემ გახადა, საბოლოო ანგარიში კი ტაირელ ვოუტერმა (90+3) დააფიქსირა.
გორის „დილა“ 28 ტურის შემდეგ 55 ქულით მეორე ადგილზეა და „იბერიას“ (55) დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს. „გაგრა“ (26) კი მე-8 პოზიციით პლეი-აუტის ზონაშია.