ეროვნული ლიგის მე-10 ტური „გაგრასა“ და გორის „დილას“ მატჩით დასრულდა, რომელიც გორელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს – 1:0.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრის ბედი 39-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა – „დილას“ სწრაფი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე იბრაჰიმა დრამემ გააგრძელა და კარის წინ შოთა შეყილაძე მონახა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
10 ტურის შემდეგ „გაგრა“ ოთხი ქულით ბოლო ადგილზე დარჩა, ხოლო გორის „დილამ“ 23 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (23) დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და მეორე ადგილზეა.
ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრები 26-27 აპრილს გაიმართება. ცენტრალური მატჩი 27 აპრილს თბილისში გაიმართება – ჩემპიონატის ლიდერი თბილისის „იბერია“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.