ეროვნული ლიგის 34-ე ტური გორში გამართული მატჩით დასრულდა – „დილამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა – 1:0.
„ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში გორელებმა ანგარიში 36-ე წუთზე გახსნეს – ვანდერსონ სილვას გადაცემით შეტევაში ჩართულმა რამარიკ ეტოუმ ისარგებლა და „გაგრის“ კარში ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის შეცვლას. „გაგრა“ გავარდნის საფრთხი წინაშე დგას და ქულის მოპოვებაც ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ გორელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 1:0 გაიმარჯვეს.
34 ტურის შემდეგ „დილა“ 58 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, ქუთაისის „ტორპედოს“ (56) გადაასწრო და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მესამე ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატი გახდა.
„გაგრა“ კი 32 ქულით დარჩა, „სამტრედიამ“ (33) გადაასწრო და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა. თუმცა ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ ისევ აქვს.