„დილამ“ ბოლოსკენ მოიგო - კოვტალიუკი გაბედავას დაეწია
„დილამ“ ბოლოსკენ მოიგო - კოვტალიუკი გაბედავას დაეწია

დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტურის მორიგი მატჩი გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა – „დილამ“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიშის გახსნა 69-ე წუთზე გორელთა ლეგიონერს, მიკოლა კოვტალიუკს შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა – მისი დარტყმული ბურთი “კოლხეთის” მეკარე დენის კნიგამ მოიგერია.

თუმცა, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ბომბარდირმა მეტოქის კარის აღება მაინც მოახერხა – შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, უკრაინელმა თავადმხმელმა მე-17 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში გიორგი გაბედავას დაეწია და „დილას“ სამი ქულა მაინც მოუტანა 1:0.

„კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში დარსარჩენად ერთ-ერთი ბოლო შანსი ვერ გამოიყენა და თუკი ხვალ „სამტრედია“ ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგებს, მაშინ ლიგა 2-ში დაქვეითდება. „დილამ“ კი 53 ქულა დააგროვა და მესამეადგილსოან „ტორპედოს“ 3 ქულით ჩამორჩება.

ტური კვირას, 11 ნოემბერს დასრულდება. „სამტრედია“ ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ 15:00 საათზე ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდება. „დინამო არენა“ კი ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძებს: მეორეადგილოსანი თბილისის „დინამო“ 18:00 საათზე მე-4 ადგილზე მყოფ საჩხერეს „ჩიხურას“ მიიღებს – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.