„დილამ“ ალვინ ფორტესი დაიბრუნა
„დილამ“ ალვინ ფორტესი დაიბრუნა

ალვინ ფორტესი გორის „დილაში“ დაბრუნდა – ინფორმაციას კაბო-ვერდეს ნაკრების 24 წლის მოთამაშის შესახებ კლუბი ავრცელებს.

ალვინ ფორტესმა კლუბთან ორ წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და „დილაში“ 2020 წლის ბოლომდე ითამაშებს. ის გორელი გულშემატკივრებისთვსი კარგად ნაცნობი მოთამაშეა. ფორტესი „დილაში“ 2018 წლის დასაწყისში გამოჩნდა და ნახევარი სეზონი ითამაშა – მან 14 შეხვედრაში მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა იყო.


„აქვე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რამოდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მისი კლუბში დაბრუნებით ნათლად დასტურდება“, – წერია „დილას“ ოფიციალურ გვერდზე.

ალვინ ფოეტესმა კარიერა „ფეინოორდის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, იყო ასევე „ვიტესის“ ასაკობრივი გუნდის წევრიც, შემდეგ გამოდიოდა თურქულ და ჩეხურ გუნდებში, არის როგორც ჰოლანდიის, ასევე კაბო-ვერდეს მოქალაქე და ამ აფრიკული ქვეყნის ნაკრების წევრი.