„დილამ” ახალი ლეგიონერი დაიმატა - კონტრაქტი ონორე გომისმა გააფორმა #1TVSPORT
„დილამ” ახალი ლეგიონერი დაიმატა - კონტრაქტი ონორე გომისმა გააფორმა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა გორის „დილამ“ ახალი ლეგიონერი დაიმატა – ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ კონფერენს ლიგაზე გასული გუნდის მოთამაშე ონორე გომისი გახდა.

ახალწვეული ონორე გომისია, რომელიც სენეგალელია, პოზიციით კი შემტევია. მოთამაშეს ახალ გუნდში ჩარიცხვისას 26 წელი შეუსრულდა. გომისმა გორის კლუბის მაისურით თურქულ შეკრებაზე რამდნიმე ტესტ-მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც მასთან თანამშროლობა გადაწყდა და „დილას“ უკვე ოფიციალურად შეუერთდა.

გომისს შეტევის სამ პოზიციაში შეუძლია თამაში – როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად ასევე ორივე ფლანგის შემტევად. მის კარიერაში სენეგალური კლუბების შემდეგ თურქეთის პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილებაა, იგი „ჰატაისპორის“ „უმრანიესპორის“ და „მენემენსპორის“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ „დილამ“ ზამთარში 8 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის კი ახალწვეული მხოლოდ მალელი თავდამსხმელი ჰაჯი დრამე იყო – ონორე გომისი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გორელთა დამატებული მეორე ახალწვეულია.