ფრანსისკო მადინგა გორის „დილას“ ფეხბურთელია – ამ ინფორმაციას გორული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„გორის „დილას“ მორიგი ახალწვეული 19 წლის ფლანგის შემტევი ფრანსისკო მადინგაა, იგი წარმოშობით აფრიკიდან, მალავის რესპუბლიკიდან გახლავთ და საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება“ – წერია „დილას“ განცახდებაში.
ცნობილი გახდა , რომ მადინგამ გორულ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „დილას“ მალავის ჩემპიონატის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ფორვარდ უონდერერზიდან“ შემოუერთდა. მადინგა გუნდის ლიდერი გახლდათ. ამავე დროს, ის მალავის 20-წლამდე ნაკრების წევრია.