„დილა“ „ვიტ ჯორჯიასთან“ დამარცხდა
„დილა“ „ვიტ ჯორჯიასთან“ დამარცხდა

გორის „დილამ” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გუნდმა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ გორის სარაგბო კომპლექსში უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში სტუმართა თავდამსხმელმა თორნიკე მუზაშვილმა გახსნა. „დილას” მხრიდან თავი ახალწვეულმა თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა და წონასწორობა აღადგინა. მასპინძელთა კარი მეორედ ნახევარმცველმა ბექა ფილფანმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.

 

დილა – ვიტ ჯორჯია 1:2

გოლები: 0:1 მუზაშვილი, 1:1 კაპანაძე, 1:2 ფილფანი

„დილა“ (1 ტაიმი): გუგეშაშვილი, სილვა, მაისაშვილი, ხურცილავა, ჩიტეიშვილი, ალიმბარაშვილი, გაგნიძე, ბიძინაშვილი, ბუღრიძე, ღუდუშაური, კაპანაძე.

(2 ტაიმი): მუჯრიშვილი, ნემსაძე, ეტოუ, ჭიჭინაძე, სანტოსი, მოსიაშვილი, მადინგა, ბაბუნაშვილი, პაპიაშვილი, სპანდერშვილი, მიქაძე.

„ვიტ ჯორჯია“ (1 ტაიმი): ჩიკაშუა, კაპანაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, შეყილაძე, ნაჭყებია, ზარიძე, ბარაბაძე, მუზაშვილი, ოზბეთელაშვილი, გუგბერიძე.

(2 ტაიმი): გაბუნია, კერელეიშვილი, სვიანაძე, ავლოხაშვილი, აშორდია, შეროზია, ფილფანი, ბოგვერაძე, ტყემალაძე, ბოტკოველი, ძაგანია.

 

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, ეს გორის გუნდისთვის მეოთხე მატჩი იყო. აქამდე „დილამ“ „გორს” 5:0 სძლია, „გაგრასთან” 3:5 დამარცხდა, საგარეჯოს „გარეჯი“ კი 7:0 დაამარცხა. ამით „დილამ” საქართველოში მზადების ეტაპი დაასრულა და თურქეთში გაემგზავრება.