„დილა“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
„დილა“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპს, „დილა“ თურქეთში, ლარაში გაივლის. საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად დღეს გაემგზავრა.

„დილა“ თურქეთში 24 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ლაშა ტიტვინიძე, მიხეილ მუჯრიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: ალეფ სანტოსი, რეზი ჩიტეიშვილი, დავით ხურცილავა, დავით მაისაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, რომარიკ ეტოუ, ვანდერსონ სილვა, ანდრო ნემსაძე.

ნახევარმცვლები: გიორგი ალიმბარაშვილი, სერგი ბაბუნაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, ნიკა გაგნიძე, ამოს ნონდი, ფრანცისკო მადინგა, ირაკლი ბიძინაშვილი, პაატა ღუდუშაური, დიდიერ კოუგბენია, ირაკლი ბუღრიძე.

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ისმაილ ანკობო, თორნიკე კაპანაძე.

გუნდმა თურქეთში 4 ამხანაგური მატჩი დაგეგმა. 8 თებერვალს „დილა“ რუსულ კრასნოდარის „ყუბანს” დაუპირისპირდება, 11 თებერვალს – უზბეკეთის სუპერლიგის კლუბ „ქიზილქუმს”, 14 თებარვალს – რუსულ „ტომს”, ხოლო 17 თებერვალს ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ყოფილ კლუბს, ყაზახურ „ტობოლს”.