თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის „დილას“ გეგმებში ცვლილებებია. გუნდმა შეკრებამდე ამხანაგური მატჩების განრიგი დაგეგმა, მაგრამ მასში ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი.
საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გუნდი 15 თებერვალს რუსეთის პირველი ლიგის „ტომს“ უნდა დაპირისპირებოდა. თუმცა განრიგის შეცვლის შედეგად, ხვალინდელი დღის განმავლობაში გორელები 2 მატჩს ჩაატარებენ.
„დილა“ დილით ბელარუსულ „ბატეს“ დაუპირისპირდება, ხოლო საღამოს გუნდის მეტოქე, რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი „ჩერტანოვო“ იქნება.