კლუბებმა სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზით ისარგებლეს და საკონტროლო მატჩებს მართავენ.
გამონაკლისი არც გორის „დილაა“. ეროვნული ლიგის გუნდი ლიგა 2-ის წარმომადგენელ მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილები მეტოქეს გორში მიიღებენ.
„დილა“ – „მერანის“ მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.