გორის „დილამ“ მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი დაასრულდა – გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე ოთხ მოთამაშეს შეელია.
ესენი არიან ბრაზილიელი მცველი ერიკ სანტოსი, ცენტარლური მცველი ლევან ქურდაძე, ასევე ცენტრალური მცველი გია ჩადუნელი და მეკარე გიორგი ბეგაშვილი.
ბეგაშვილის საკითხი გასაგებია – „დილას“ ესპანეთიდან მეკარე ლუკა გუგეშაშვილი დაუბრუნდა და სავარაუდოდ, სათამაშო პრაქტიკა აღარ ექნებოდა.
ამ ოთხეულიდან გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ ქურდაძე კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს. დანარჩენი სამი მოთამაშე სად ითამაშებს, ჯერ უცნობია.