"დილა" ფორტესმა დატოვა, ორ ლეგიონერს ელიან
"დილა" ფორტესმა დატოვა, ორ ლეგიონერს ელიან

გორის “დალაში” ახალწვეულებს ელიან: შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გუნდში ერიკ დე სოუზა სანტოსი და გამბიელი პა ომარ ბაბოუ დაიმატონ.

22 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი სანტოსი ბოლოს უკრაინაში “მარიუპოლში” თამაშობდა, მას უკრაინის პრენიერლიგაშიც უთამაშია. 19 წლის პა ომარ ბაბოუ კი გამბიის U23 ნაკრების წევრია და აქამდე სამ გუნდში ირიცხებოდა – ხორვატული “ჰაიდუკის” დუბლშემადგენლობაში, გამბიის “სუპერსტარსსა” და რამათ შალონის “ჰაპოელის” 19-წლამდელთა გუნდში.

თუმცა, “დილაში” ერთი საკმაოდ უსიამოვნო დანაკლისია: პირველი არხის ინფორმაციით, გორის კლუბი მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ალვინ ფორტესმა დატოვა – ჰოლანდიაში გაზრდილმა კაპო-ვერდელმა შემტევმა ნახევარმცველმა. ის ერთად-ერთი ლეგიონერი იყო ეროვნულ ლიგაში, საკუთარი ქვეყნის,კაპო-ვერდეს ეროვნულ გუნდის ნაკრებში რომ იწვევდნენ.