ტიერი მანზიმ გორის „დილა“ დატოვა. ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
25 წლის რუანდელი ცენტრალური მცველი „დილაში“ 2021 წლის დასაწყისში ჩაირიცხა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმმკვიდრა, მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, აქედან 6 – შეცვლაზე. მანზი კარიერას მაროკოს უმაღლესი დივიზიონის გუნდ „რაბატში“ გააგრძელებს.
„ტრანსფერმარკტის“ ცნობით, გორის „დილამ“ დაიმატა მალელი თავდამსხმელი ჰაჯი დრამე, რომელიც ფლანგისა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელმა ბოლო სეზონი ესტონეთის ჩემპონატში, „პაიდეში“ ჩაატარა, სადაც 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ჰაჯი დრამეს უთამაშია მალის 17 და 20-წლამდელთა ნაკრებებში.
ამავე დროს, გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოს ცნობით, „დილაში“ ალვარო ტავარესის ტრანსფერი დადასტურდა – გორის „დილამ“ „ლვოვის“ 26 წლის ბრაზილიელი ფლანგის ნახევარმცველი ერთწლიანი იჯარით დაიმატა. ალვარო ტავარესმა „ლვოვში“ 65 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.