გორის „დილამ“ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული 26-ე ტურის დასკვნითი შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი მეორე ტაიმში მოხდა.
69-ე წუთზე ბათუმელების შეტევა დავით მუჯირმა დააგვირგვინა და სტუმრები დააწინაურა. მე-80 წუთზე კი „დინამოს“ უპირატესობა ონორე გომისმა გაზარდა.
87-ე წუთზე გორელების ანგოლელი მცველი კალი მოედნიდან გააძევეს. თუმცა, „დილამ“ სხვაობის შემცირება მოახერხა – ბურთი საკუთარ კარში ნიკა მალიმ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ დაპირისპირების შედეგმა ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ვითარება შეცვალა – „დილამ“ (51 ქულა), რომელიც დიდი ხანი ლიდერობდა, ქუთაისის „ტორპედოს“ (54 ქულა) დაწევა ვერ მოახერხა და მეორე ადგილზე დაქვეითდა, ბათუმის „დინამო“ (39 ქულა) კი მეოთხე პოზიციაზეა და მესამეადგილოსან „იბერიასთან“ ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა.