თურქეთში წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ პირველი მატჩი გამართა – ანდრეი დემჩენკოს გუნდი უკრაინის პრემიერლიგის „ინჰულეცს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.
საინტერესო და დაძაბულ თამაშში ანგარიში პირველ ტაიმში ევგენი ზაპოროჟეცის პასის შემდეგ არტემ სიტალომ მე-20 წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში კი, 67-ე წუთზე ილია ცურკანის პასის შემდეგ ივან გოლოვკინმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ინჰულეცის“ სასარგებლოდ.
„დილა“: ფულაძე, ჩიტეიშვილი, ამოს ნონდი, ჭიჭინაძე, ვანდერსონ სილვა, გაგნიძე, მოსიაშვილი, ალეფ საონტოსი, ღუდუშაური, მაქაცარია, ივანიაძე
შეგახსენებთ, რომ გუნდს თურქულ შეკრებაზე კოვიდ ვირუსის გამო მოგვიანებით შეუერთდებიან მეკარე დემეტრე ბულისკერია და თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე.
მომდევნო შეხვედრას „დილა“ კვლავ უკრაინის პრემიერლიგის კლუბ „მინაისთან“ 10 თებერვალს გამართავს.