დიეგო წავიდა - ექს-სამტრედიელი ფინეთში ითამაშებს
დიეგო წავიდა - ექს-სამტრედიელი ფინეთში ითამაშებს

გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, დიეგო დისიმ „სამტრედია“ დატოვა და კარიერას ფინეთში გააგრძელებს – მისი ახალი კლუბი „ოულუ“ გახლავთ.

ესპანელი ნახევარმცველი „სამტრედიას“ ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე 2020 წლის იანვარში თბილისში შეუერთდა. 29 წლის დისი შემტევი ნახევარმცველია. ესპანეთში მხოლოდ მეოთხე ლიგაში უთამაშია – იყო „ბოუზას“ კაპიტანი. 2019 წლის ზაფხულში ისლანდიის უმაღლესი ლიგის „გლინდავიკში“ ჩაირიცხა, რომელიც ლიგიდან გავარდა და დეკემბერში გუნდი დატოვა.

ესპანელმა ლეგიონერმა საქართველოს ყოფილი ჩემპიონის რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის ავტორი გახდა. თუმცა, გუნდმა კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. დიეგო დისის ახალი კლუბი „ოულუიუკონენლიგის (ფინეთის რანგით მეორე ლიგაა) გამარჯვებულია და ახალი სეზონიდან ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი ლიგა) ითამაშებს.