„ვერონას“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა. მან უნდა შეცვალოს ანდრეა პეტანია, რომელმაც, შესაძლოა, ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაწერა.
წყაროს მონაცემებით, „ნაპოლიმ“ უკვე შეათანხმა ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები. ახლა, ნეაპოლელები მოლაპარაკებას აწარმოებენ „ვერონასთან“ 27 წლის არგენტინელის იჯარის თაობაზე.
გასულ სეზონში სიმეონემ სერია A-ს 36 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ჯოვანი „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟია.